მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა კრის როკოსმა ბრიტანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

კრის როკოსი

მილიარდერმა ინვესტორმა, კრის როკოსმა გაერთიანებული სამეფოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, Rokos Capital Management-ის შემქმნელი საცხოვრებელი რეზიდენციის საბერძნეთში გადატანას გეგმავს და ახალ ოფისს ათენში გახსნის.

ეს ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ბრიტანელმა ფინანსისტმა 2025 წელს ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით £330 მილიონი ($445 მლნ.) გადაიხადა და უმსხვილეს გადამხდელთა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. Bloomberg-ის შეფასებით, როკოსის ქონება ამჟამად $4 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესმენმა საპასუხო კომენტარის გაჟღერებაზე ჯერჯერობით უარი განაცხადა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, გაერთიანებული სამეფოდან კაპიტალის გადინება საგადასახადო წნეხის ზრდასა და არარეზიდენტის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება. ცნობისთვის, საუბარია ახალ რეგულაციებზე, რომელთა თანახმადაც უცხოური შემოსავლები დაბეგვრას ოთხი წლის შემდეგ ექვემდებარება, გლობალური აქტივები კი მემკვიდრეობის გადასახადით ათი წლის გასვლისთანავე იბეგრება.

საყურადღებოა, რომ არსებული ვითარების გამო, ქვეყანა უკვე დატოვეს ისეთმა მსხვილმა ფინანსისტებმა, როგორებიც Goldman Sachs-ის ვეტერანი ბანკირი რიჩარდ გნოდე, ეგვიპტელი ინვესტორი ნასეფ სავირისი და მილიარდერი შრავინ ბჰარტი მიტალი არიან. გნოდემ საცხოვრებლად მილანი აირჩია, სავირისმა კი რეზიდენცია იტალიასა და აბუ-დაბიში გადაიტანა. ამასთან, მიტალმა ახალ მისამართად ოფიციალურ დოკუმენტებში არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა.

ცნობისთვის, კრის როკოსმა კემბრიჯის უნივერსიტეტს მართვის სკოლის დასაფუძნებლად რეკორდული თანხა, £190 მილიონი ($255 მლნ.) შესწირა. ამას გარდა, ბრიტანელმა მილიარდერმა უილტშირის საგრაფოში მდებარე ისტორიული მამულის რეკონსტრუქციაზე £175 მილიონი ($235 მლნ.) დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები