ცნობილი ამერიკული გაზეთი USA Today გაიყიდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" იუწყება, ყოველდღიური გამოცემა, რომელიც მედია კონცერნ Gannett Co-ს ეკუთვნოდა, New Media Investment Group-მა 1,4 მილიარდ დოლარად შეისყიდა. მხარეებმა შეთანხმებას გუშინ საღამოს მიაღწიეს.
ორივე მხარე შეთანხმდა იმაზეც, რომ ახალი მეპატრონე სამსახურიდან ჟურნალისტებს არ გაათავისუფლებს, თუმცა როგორც New York Times-ი წერს, New Media-მ გასულ წლებში რედაქციებიდან არაერთი პროფესიონალი რეპორტიორი გაათავისუფლა.
მედია სახლ New Media Investment Group-ის საკუთრებაში ამერიკის შეერთებული შტატების 47 შტატში 263 ადგილობრივი გაზეთია. 156 მათგანი კი, გამომცემლობამ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიძინა.

























