ელექტრონული სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის Juul-ის 1,500 თანამშრომელი თამბაქოს გიგანტი კომპანია ალტრიასგან $2 მილიარდის ოდენობის ბონუსს მიიღებს. ეს კი სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რა ხნის განმავლობაში მუშაობდა ის კომპანიაში და აქციათა რა ნაწილს ფლობს იგი, თუმცა საშუალოდ ეს 1.3 მილიონი იქნება.
CNBC-ის ინფორმაციით, ეს ტრანზაქცია დივიდენდის ხასიათს ატარებს და ის გარიგების ნაწილია, რომლის თანახმადაც, ალტრიამ ელექტრონული სიგარეტების მწარმოებელ კომპანიაში $12.8 მილიარდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ელექტრონული სიგარეტის მწარმოებელი Juul-ი 2017 წელს დაარსდა, რეკორდული ზრდის შედეგად, კომპანიამ აშშ-ის ელექტრონული სიგარეტის ბაზრის 72%-ის მოპოვება შეძლო.
ალტრია თამბაქოს მწარმოებელი გიგანტია, რომელიც არაერთ ბრენდს ფლობს. მათ შორის აშშ-ში ფილიპ მორისის ბრენდებს - Marlboro, Virginia Slims, Benson & Hedges, Parliament და სხვა.
ალტრიამ Juul-სი 35%-იანი წილი $12.8 მილიარდის სანაცვლოდ შეიძინა. გარიგების შედეგად, ელექტრონული სიგარეტების მწარმოებელი კომპანიის ღირებულება $38 მილიარდს გაუტოლდა.
ეს გარიგება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თამბაქოს კომპანიები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფსონს ელექტროსიგარეტებზე დებენ.