მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიონერები მზად არიან COVID-ისგან უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეობა იყიდონ

5f188855b431b
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 00:10
3665
მილიონერები მზად არიან COVID-ისგან უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეობა და დამატებითი აქტივები იყიდონ, რადგან საგანგებო მდგომარეობის ხელახლა გამოცხადების შემთხვევაში, მათ "ლოქდაუნის" გატარების დამატებითი ალტერნატივა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ისინი მზად არიან სასურველი ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად კარგად გადაიხადონ და ხშირად სპეციალურ პროგრამებსაც მიმართავენ, რომლებიც გარკვეული თანხის ინვესტირების სანაცვლოდ სასურველი ქვეყნის მოქალაქეობას და ზოგ შემთხვევაში უძრავი ქონების აქტივს გარანტირებულად იღებენ.

კომპანია Henley & Partners-ი, რომელიც მდიდრებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ აღნიშნული სახის სერვისებს სთავაზობს, აღნიშნავს რომ ახალი ზელანდია და მალტა იმ ქვეყნების რიგებშია, რომელიც მდიდართა ინტერესს იწვევს, რადგან ამ ქვეყნებმა თითქმის შეძლეს COVID-9-ის აღმოფხვრა.

კომპანია Henley & Partners-ის მიხედვით, მაგალითად, ახალ ზელანდიაში ცხოვრების, მუშაობის და სწავლის უფლების მოპოვება სულ ცოტა 2 მილიონი ჯდება, აღსანიშნავია, რომ ფასი 10 მილიონამდეც შეიძლება გაიზარდოს, ხოლო რაც შეეხება მალტას, მოქალაქეობის მოპოვება უძრავი ქონების შეძენის ჩათვლით - 1,4 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.

Henley & Partners-ის განახლებული კვლევების მიხედვით, ახალი ქვეყნის მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა 49%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიზეზი კი კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეობის და უძრავი ქონების ქონის სურვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები