მსოფლიოს უმეტესი ნაწილი კვლავ ეკონომიკური გაურკვევლობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის წინაშე დგას. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ შესაძლოა, ფინანსურად ყველაზე დაცული ქვეყანაც კი არასტაბილური აღმოჩნდეს. ამის გამო, მსოფლიოს უამრავი უმდიდრესი ადამიანი ემიგრაციას ამჯობინებს და აქტივებიც სხვა ქვეყანაში გადააქვს. რომელ ქვეყნებს დატოვებს წელს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი და რომელი ქვეყნებისკენ მიმართავენ ისინი თავიან აქტივებს?