მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირას ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას დაგვპირდნენ - ტურიზმის სექტორი

600ed4be79583
ელენე გოგბერაშვილი
25.01.21 22:20
695
მას შემდეგ, რაც ტურიზმის სექტორმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ბიზნესი მთავრობას ტურიზმის გახსნის 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, ბიზნესს ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და დაჰპირდნენ, რომ მიმდინარე კვირაში დააორგანიზებენ შეხვედრას, რომელსაც ეკონომიკის მინისტრთან ერთად ეპიდემიოლოგები და საკოორდინაციო საბჭოს წევრები დაესწრებიან.

როგორც „იმ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაც ისაა, რომ გაიმართოს შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და ეპიდემიოლოგებთან, რათა მოხდეს განხილვა, როგორ უნდა იყოს ეტაპობრივად აღდგენილი ტურიზმი.

„იქნებ ერთიანი ძალებით შევიმუშაოთ გეგმა, როგორ ავამუშაოთ 1 თებერვლიდან ზამთრის კურორტები, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

დაგვიკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი და დაგვპირდა, რომ ამ კვირაში დააორგანიზებენ შეხვედრას. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხს. ვიცით, რომ ამ კვირაში იქნება შეხვედრა, სადაც ასევე იქნებიან ეპიდემიოლოგები და საკორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებიც.

მნიშვნელოვანია დავიწყოთ გახსნა, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებმა, რომ მათ ერთი თვე მაინც მიეცეთ, რომ იმუშაონ, იმიტომ, რომ სეზონი, რომელიც ბევრისთვის მთელი წლის შემოსავლის წყაროა, საერთოდ აღარ არის და უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

რაც შეეხება თვითონ ბიზნესებს, ბევრი ბიზნესი ვიცი, რესტორნები თუ სასტუმროები, რომლებიც საბანკო კრედიტების გამო და შემოსავლების არარსებობის გამო შეიძლება გაკოტრდნენ. ბევრი ვიცი, გაკოტრებაზე უკვე შეიტანეს განცხადება“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორი მთის კურორტების, უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების და რესტორნების გახსნას ითხოვს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები