მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარე კვირაში 2 პლენარული სხდომა გაიმართება - დღის წესრიგი

პარლამენტი

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას პლენარულ სხდომებს 11 და 12 ნოემბერს გამართავს.

11 ნოემბერი – პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტები

დღეს პლენარული სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა. ასევე, დაიწყება მიმდინარე კვირის კანონპროექტების განხილვა.

12 ნოემბერი – სახელმწიფო ბიუჯეტი
ოთხშაბათს დეპუტატები „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ გადამუშავებულ პროექტს განიხილავენ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დაიწყება ახალი კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები, მათ შორის:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები – ინფრასტრუქტურის განვითარების ნორმის მოქმედების ვადა 2031 წლის 1 იანვრამდე გაიწელება.
  • უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებები – სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა შეიცვლება 2027-2028 სასწავლო წლისთვის, ონლაინ უნივერსიტეტის მოდელის/სტანდარტის შემუშავების ვადა გადადის 2028 წლის 1 იანვრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები