მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ იმ ჯგუფებზე, რომელიც მესამე დოზით აიცრება

61235a1117572
ელენე გოგბერაშვილი
23.08.21 12:15
15542
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.

რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“- განაცხადა მინისტრმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები