მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში ზოგიერთი დასახელების პური გაძვირდა - "იფქლი დიღომი"

6259554d6dcaf
მარიამ ვარადაშვილი
15.04.22 15:54
1240
„იფქლი დიღომის“ დირექტორის ნისან იოსებაშვილის თქმით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ზოგიერთი დასახელების პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნული ფასი მაის/ივნისამდე შენარჩუნდება ანუ მანამდე, სანამ ქვეყანაში ხორბლის ახალ მოსავალს აიღებენ.

“ზოგიერთი დასახელების პური ამ ერთი კვირის განმავლობაში გაძვრიდა. საუბარია თეთრ “ბატონის” პურზე. წინასწარ ვერ ვიტყვით ივლისში როგორი მოსავალი იქნება. კარგი მოსავლის შემთხვევაში ფასს შევინარჩუნებთ. იმედია მაქვს, რომ არ გაძვირდება, რადგან კარგი მოსავლის მოლოდინი გვაქვს. მთავრობის მხრიდან რამე სუბსიდირება თუ იქნება, ეგ არ ვიცი, ჩვენთან ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა”,-აცხადებს იოსებაშვილი.

გუშინ, 14 აპრილს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თქვა, რომ ხორბლის მარაგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ. ხორბალზე ფასის მატების შემთხვევაში კი მთავრობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელებს. 

“ფართო მოხმარების პურზე ფასი გაზრდილი არ არის, თუმცა რთულია პროგნოზის გაკეთება რა იქნება ხვალ ან ზეგ. იცით, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება რეალობა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც იქნება მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მარაგის პრობლემა არ შეიქმნას”,-ამბობს შამუგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები