მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს არნახული შედეგებით ვასრულებთ - სასტუმრო „მტევინო“

მტევინო

მიმდინარე წელს, არნახული შედეგებით ვასრულებთ,- ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო „მტევინო“-ს დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, 2023 წლის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

„არ ვიცი, ასეთი შედეგები რას დავაბრალო. ეს იყო გამოცდილი კვალიფიციური კადრების დამსახურება თუ წარმატებული ტურისტული სეზონი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს წელი ჩვენთვის საკმაოდ დიდი ნახტომი აღმოჩნდა. სტუმრების 50% ქართველი, ხოლო 50% უცხოელები იყო.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, სამომავლოდ მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ. თუმცა, ამ ეტაპზე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და სხვა დეტალის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასტუმროში ფასები არ გაგვიზრდია და „მტევინოს“ 2-კაციან ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება საუზმის ჩათვლით, კვლავ 160 ლარია,“- აცხადებს ზაუტაშვილი.

მისი ინფორმაციით, კახეთის სეზონად სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ითვლება. სწორედ ამ პერიოდში, სასტუმრო დღიურად 80-დან 120 ადამიანამდე მასპინძლობდა და სავარაუდოა, რომ მომავალი წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული სტუმრების გაორმაგებული რაოდენობის მასპინძლობას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრომ მიმდინარე წელს აუზი დაამატა, რომელშიც დაახლოებით 130 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, სეზონის დაწყებამდე სამუშაოები დასრულდება და დამსვენებლებს უმასპინძლებს.

ცნობისთვის, სასტუმრო საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში, მდებარეობს და კომპლექტი ღვინის საწარმოს „მტევინო“ მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები