ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგური, ორი ქარისა და სამი მზის პროექტი. შედეგად, მხოლოდ 2026 წელს ქვეყნის ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შეემატება.
"2026 დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარისა და სამი მზის პროექტის მშენებლობა. მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება. ეს დინამიკა გრძელდება.
2027 წელს 100-მდე მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში 70 მეგავატზე მეტით, შევა ექსპლუატაციაში. წელს ასევე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების შესყიდვა. სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას", - განაცხადა ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
























