“მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა, რაც ევროინტეგრაციის პროცესია” - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პროცესი, ჩვენი სააგენტოს ე.წ. გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ევროინტეგრაციის პროცესია. ევროკავშირის დაფინანსებით და UNDP მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზნით, 2020 წელს შეიქმნა შიდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარდაქმნის პროცესის კოორდინაციას ახორციელებს”, - დასძინა მან.
სააგენტოს დირექტორის თქმით, 2021 წელს სოფლის განვითარების სააგენტომ ინსტიტუციური რეფორმა დაიწყო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დანერგავს.
“2021 წელს დაიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია.
ცნობისთვის: სააგენტოს მიერ წარმოდგენილი პროგრესის რეიტინგის მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნისთვის საჭირო სამუშაოების 46% შესრულებულია, 26% ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 28% არ არის შესრულებული.