მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული - გურიაში სახელმწიფო რწმუნებული

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე ამბობს, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები.

როგორც "გურიის მხარე" წერს, მან ჟურნალისტებს განუცხადა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება.

„სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ასევე თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა მათ, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის გადაჭრა, რაც მათი და ჩვენი რეგიონის წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო გურიაში კვლავ არაერთი ოჯახია დარჩენილი ელექტროენერგიის, წყლის, საკვების თუ მედიკამენტების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები