მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან"

58b7e551ebdad
BM.GE
02.03.17 13:26
1496
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან სამთავრობო მოლაპარაკების შედეგი დადებითად შეაფასა და პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, არამედ „მწვანე შუქსაც“ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები