მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინდა, ევროპასთან ერთად ვიცუროთ“ – იაგო ხვიჩია კანდიდატი ქვეყნის პერსპექტივაზე

ანალიტიკა

“ახლა გადის ზღვარი რუსეთსა და დარჩენილ ცივილიზებულ მსოფლიოს შორის. ახლა ამ სტატუსის არ მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით თავისუფალ ცურვაში და ავტომატურად, ბუნებრივად მიზიდულობის ძალას ჩრდილოეთისკენ მივყავართ. მე არ მინდა ამ თავისუფალ ცურვაში აღმოვჩნდეთ. მე მინდა, რომ ჩვენ ევროპასთან ერთად ვიცუროთ”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთსაც და სხვა ნებისმიერ ქვეყანასაც ესმოდეს, რომ თუ საქართველოზე თავდასხმას გადაწყვეტს, ეს იქნება თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპაში კარი გაუღეს.

„თუ ჩვენ ევროპის მიღმა ვრჩებით, სრულად ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ და ფაქტობრივად, ერთადერთი გზაც – რუსეთის რჩება – დინებასაც იქით მიჰყავხარ. ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიღების გამოსწორება იქნება ბევრად უფრო რთული, ვიდრე სტატუსის მიღების შემთხვევაში სხვა ქოცური შეცდომების გამოსწორება იმიტომ, რომ სხვა დროს შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალება უბრალოდ მსოფლიო კონფიგურაციით არ დადგეს და ჩვენთვის არავის არ ეცალოს“ – ამბობს იაგო ხვიჩია „ანალიტიკა“–სთან.

ხვიჩიას თქმით, „ევროკავშირი დღეს საქართველოს მიმართ კარგად არის განწყობილი და ამ კეთილგანწყობას ჩვენი მთავრობა პასუხობს იმ ბრიფინგით, რა ბრიფინგიც პრემიერმა ბორელთან მოაწყო. ბორელისთვის კი არა – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნივერსიტეტში ლექცია ან გამოცდა ჩაუტარებია, სრულიად ცხადია, რომ 12–დან 3 საკითხი რომ გაქვს მარტო შესრულებულია, ამის გამო ჩათვლას არავინ დაგიწერს“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

მისი მოსაზრებით, ევროკავშირის კეთილგანწყობის უგულებელყოფა გვტოვებს სინამდვილეში არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივის გარეშე, არამედ, ერთი–ერთზე რუსეთთან. „ჩვენ რუსეთთან მარტო არ უნდა აღმოვჩნდეთ და დინებამ ჩრდილოეთისკენ არ უნდა წაგვიღოს“, – ამბობს იაგო ხვიჩია „ანალიტიკა“–სთან.

საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელმა თქვა: „ევროკავშირში გაწევრიანება სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რის მიღების უფლებამოსილებაც ქვეყნებს გააჩნიათ. მისი დამსახურებაა საჭირო სერიოზული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“. რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს და პირველად წარადგენს მოხსენებას საქართველოს, როგორც გაფართოების ქვეყნის პროგრესის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები