მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყოველ წევრს, მათ ტიტანური შრომა გასწიეს"

5c73905a48a6a
BM.GE
25.02.19 11:30
2645
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ "ტიტანური" შრომა გასწია, რათა ქვეყანას განახლებული საკრედიტო რეიტინგი მიეღო.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მართლაც ტიტანური შრომა გასწია იმისთვის, რომ საქართველოს ამ წარმატებისთვის მიეღწია,"- განაცხადა ბახტაძემ.

2019 წლის 22 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ქვეყანას ახალი შეფასება “BB” მიანიჭა. განახლებული რეიტინგით საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი არის სტაბილური.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება Fitch-მა მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ.

ეს განპირობებულია ჩვენს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით და აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია. რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები. ასევე ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 ადგილზეა და ჩვენ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა ვართ,"- განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები