მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მაშველების ჯგუფი და ელოდებიან გარდაცვლილების მაღაროდან ამოყვანას.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულების ნაწილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.