მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდელის მაღაროში სავარაუდოდ ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა

5ac5b56cc49d6
BM.GE
05.04.18 09:33
1573
ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის მაღაროში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები