მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მინდელის მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია"

5ac60dca1ad15
BM.GE
05.04.18 15:50
952
"მინდელის მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - ამის შესახებ "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მაღაროში "სამთო დარტყმა“ მოხდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

"50 ინსტიტუტი მუშაობდა სამთო საქმიანობაზე და მათ ვერ მოიფიქრეს ისეთი პრევენცია რომ სამთო დარტყმა შეეჩერებინათ.

ჩვენ მოგვიხდა ამ სამთო დარტყმის შემდეგ ჩასვლა. ჩვენი ინჟინრები ჩასულები იყვნენ, ეს იყო სამთო დარტყმა. მსგავსი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ არა მსგავსი ძლიერი. უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს ჯაყელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები