'ვიცი, რომ ბატონი ბიძინა საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, მინდოდა მასთან შემეთანხმებინა ის ხედვები, რომელიც მქონდა და რომელსაც მე გამოვიყენებ ჩემი მართვის პერიოდში' - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ BM.ge-ს კითხვის, - თუ რა რატომ ისურვა მან ივანიშვილთან შეხვედრა, - პასუხად განაცხადა.
‘ჩემი სურვილო იყო მასთან შეხვედრა, რადგან მმართველი პარტიის ლიდერია, ხოლო მმართველ პარტიაზე ბევრია დამოკიდებული. ამასთან, ვიცი, რომ ბატონი ბიძინა საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და მინდოდა მასთან შემეთანხმებინა ის ხედვები, რომელიც მქონდა და რომელსაც მე გამოვიყენებ ჩემი მართვის პერიოდში. იმიტომაც ვითხოვე ეს შეხვედრა, რომ მისთვის მეთქვა რას ვაპირებ და მეთანხმებოდა თუ არა. ეს გავიარეთ და იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევთანხმდებოდით, არ დამთანხმდებოდა, ჩემთვის იქნებოდა პრობლემა. ყველაფერზე არ შევთანხმდით, ჩვენ შევთანხმდით თუ როგორ ვაპირებთ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში, ეს არის გამჭვირვალე პრინციპები, ობიექტური მოდგომა და რეზულტატებზე ორიენტირება", - განაცხადა ქობულიამ.