მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინესოტას უნივერსიტეტი: კორონავირუსი სავარაუდოდ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება

5eac059978895
ნათია თაქთაქიშვილი
01.05.20 23:40
1372
კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 18 თვიდან ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება. ამის შესახებ ნათქვამია მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის ახალ კველავაში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, პანდემია კონტროლს მანამ არ დაექვემდებარება, სანამ მსოფლიოს მოსახლეობას იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფექციას შეუძლია გავრცელდეს ადამიანებისგან, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ამ ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია, ვიდრე გრიპის, ხოლო სიმპტომების გამოვლენამდე, შესაძლოა, ადამიანები ყველაზე გადამდებები იყვნენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ტალღებით გაგრძელდება და 2022 წლამდე გასტანს.

„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულებულა და რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

1 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 3, 318, 455 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 234,253 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1, 048,467 ინფიცირებული.