მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დაიკარგა ჩვენი ბიუჯეტიდან"

5df7c43473b89
ანუკა ჯოხაძე
16.12.19 21:50
2695
“მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დაიკარგა ჩვენი ბიუჯეტიდან”, - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა განუცხადა. როგორც ქაშაკაშვილი ამბობს, 2019 წელი ერთ-ერთი რთული წელი იყო. ერთ-ერთ გამოწვევად ბიზნესმენი რუსულ ავიასანქციებს ასახელებს, რომელიც როგორც მცირე ისე მსხვილ ბიზნესს მნიშვნელოვნად შეეხო.

“ამ ეკონომიკურმა სტაგნაციამ, რაც რეისების გაუქმებასთან იყო დაკავშირებული. სერიოზულად დაგვაზარალა ყველა ჩვენგანი. მე არ ვამბობ მხოლოდ სასტუმროს, დაზარალდა ნებისმიერი თუნდაც ტაქსის მძღოლი, გიდი. წარმოიდგინეთ მილიარდებზეა საუბარი.. ლარებზე გეუბნებით. ძალიან მარტივი დათვლით მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დაიკარგა ჩვენი ბიუჯეტიდან”, - აცხადებს ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051,424,548 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.2%-ით (35,4 მლ. აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები