მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ წარმატებულ ნიშნულს მივაღწიოთ“- „ესკიზი“

60da107788474
მარიამ იზორია
28.06.21 23:15
755
ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროსა და ღვინის მარანის, „ესკიზი თელავის“ დამფუძნებელი ნუკი თორაძე bm.ge-სთან 2021 წლის ტურისტულ სეზონზე საუბრობს. მისი თქმით, სასტუმრო „ესკიზი“ აქტიურად იჯავშნება, თუმცა, წარმატებულ ნიშნულზე დაბრუნებას, მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის ტურისტული სეზონი უფრო აქტიური იქნება, ვიდრე 2020-ის იყო, „ესკიზი თელავი“ ახლაც აქტიურად იჯავშნება, დამსვენებლებს შორის ძირითადად ქართველები არიან, თუმცა, უცხოელმა ტურისტებმაც იმატეს. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ წარმატებული ნიშნული გვქონდეს“, - აცხადებს ნუკი თორაძე.

ცნობისთვის, „ესკიზი“ თელავში 2020 წლის ივლისიდან არის წარმოდგენილი და 57 კონცეპტუალურ ოთახს, ორ რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, ღია აუზსა და ქართული ელემენტებით აღჭურვილ ღვინის მარანს აერთიანებს. სამომავლოდ სასტუმროს სპა, შიდა აუზი და ლაუნჯი დაემატება.