მინის ბოცები, ბოთლები და სხვა ტევადობები რვა თვის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოცე ადგილს იკავებს. იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჯამში 55 მლნ 835 ათასი დოლარის ღირებულების 15 747 ტონა მინის ბოცები და ბოთლები შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის ღირებულება წლიურად 41.7%-ით, მოცულობა კი 28.8%-ით გაიზარდა.
მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტის ძირითადი ნაწილი 62.6% რუსეთიდან შემოდის. წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, რუსეთიდან საქონლის იმპორტი გასულ წელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა, შესაბამისად რუსეთიდან უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ხუთეულში მინის ბოცებმა და ბოთლებმა ნავთობროდუქტებისა და ბუნებრივი აირის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
მინის ბოცებისა და ბოთლების უმსხვილესი TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- რუსეთი - 36.6 მლნ დოლარი, 69 890 ტონა;
- სომხეთი - 11.6 მლნ დოლარი, 23 083 ტონა;
- ჩინეთი - 1.9 მლნ დოლარი, 972 ტონა;
- უზბეკეთი - 1.1 მლნ დოლარი, 2 206 ტონა;
- საფრანგეთი - 933 ათასი დოლარი, 422 ტონა;
- იტალია - 815 ათასი დოლარი, 324 ტონა;
- თურქეთია - 717 ათასი დოლარი, 701 ტონა;
- უკრაინა - 652 ათასი დოლარი, 631 ტონა;
- მოლდოვა - 548 ათასი დოლარი, 492 ტონა;
- ირანი - 421 ათასი დოლარი, 32 ტონა.
ამ ქვეყნების გარდა მინის ბოცები და ბოთლები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბულგარეთიდან, სლოვენიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც შემოგვაქვს/