შვედური ბრენდის, „ვოლვოს“ მთავარი კონცეფცია რომ სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი და გამჭვირვალეობაა, ეს სიახლე არავისთვისაა. იგივე მიმართულება აქვს კომპანიას სტრატეგიულ კომუნიკაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შუშის გამჭვირვალე კონსტრუქცია, რომელშიც „ვოლვოს“ სხვადასხვა მოდელია განთავსებული, ევროპის დიდ ქალაქებში არსებობდა და ბრენდის კონცეფციის იდენტურია, ცოტა ხნის წინ კი ასეთი სარეკლამო კუბი თბილისშიც გამოჩნდა.
„ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ იდეა სათავო ოფისიდან მიაწოდეს, სხვა ყველაფერი საქართველოში შეიქმნა. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტი ზუსტად შეესაბამება „ვოლვოს“ საერთო სტანდარტსა და კონცეფციას - სარეკლამო კუბი მაქსიმალურად მინიმალისტურია, შავი ფერის კარკასითა და შუშის კედლებით.
„კონსტრუქცია ახლა ღვინის ქარხანაშია და მასში XC90 Plug-in Hybrid-ია განთავსებული. პირველი ღონისძიება უკვე გვქონდა, სადაც მინის კუბი წარმოდგენილი იყო, როგორც საკომუნიკაციო, სარეკლამო საშუალება. ვისაუბრეთ ბრენდის ელექტრო და მდგრადი განვითარების მიზნებზე. მოვაწყვეთ ჰიბრიდებისა და ელექტროავტომობილების ტესტდრაივი“.
რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ კონსტრუქცია მობილურ სარეკლამო შესაძლებლობებს ზრდის. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვისას აქტიურად გამოიყენებენ. მის გარშემო დაგეგმავენ ღონისძიებებს, წარადგენენ კონკრეტულ მოდელებს და ისაუბრებენ ბრენდის ღირებულებებზე.
„ძალიან საინტერესო ინსტალაცია გვექნება Tbilisi Open Air-ზე. აქაც, ბუნებრივია, ცენტრალური ფიგურა ეს კონტეინერი იქნება. დეტალებს უკვე ადგილზე შეიტყობს საზოგადოება“.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს მინის კუბი მათ საშუალებას მისცემს, მომხმარებელს ნებისმიერი სიახლე მარტივად და გამჭვირვალედ მიაწოდონ.
„ეს არის რეკლამის გამორჩეული საშუალება, განსხვავებული გზა, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებს წარვუდგინოთ. ამავე დროს გვინდა, კომუნიკაცია მაქსიმალურად ინტერაქციული იყოს - მაგალითად, ფოტო გადაიღონ, QR კოდის დასკანერებით კი „ვოლვოს“კონკრეტულ მოდელზე მეტი ინფორმაცია მიიღონ“, - ამბობს რუსუდან გრძელიძე.
„ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ეს კონსტრუქცია Material Editors-მა დაამზადა. სტუდია 2019 წელს მარიამ გვაზავამ და ანა გრიგოლიამ შექმნეს. თავდაპირველად, მცირე ზომის პროექტებზე მუშაობდნენ, ძირითადად ინტერიერის მიმართულებით. შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდა მათი სერვისებიც და მასშტაბიც.
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ სტუდიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი საინტერესო და რთული პროექტი შეასრულონ, უყვართ გამოწვევები და კომპლექსური კონსტრუქციული გადაწყვეტები. სწორედ ასეთი აღმოჩნდა „ვოლვოს“ პროექტიც.
მსგავსი ტიპის კონსტრუქციაზე უკვე ნამუშევარი ჰქონდათ. გარკვეული გამოცდილების მიუხედავად, მათთვის გამოწვევა აღმოჩნდა, კუბის ისე დაგეგმარებაა, მძიმე რომ არ ყოფილიყო. ასევე ექსპლუატაციისთვის ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს, ან დეფორმაცია არ განიცადოს.
„ვოლვო ქარ საქართველოსგან“ მიღებული მთავარი დავალება მინიმალისტური პროდუქტის შექმნა იყო. ბრიფის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა წარმოჩენილიყო შვედური საავტომობილო ბრენდის ღირებულებები და ბრენდინგი.
„რეფერენსად შვედეთის კუბის ფოტო გვქონდა, ყველანაირი ნახაზისა და ტექნიკური მონაცემების გარეშე. პროექტში მთავარი ყურადღება „ვოლვოს“ ბრენდმა და მანქანამ უნდა მიიქციოს. აუცილებელია, იგრძნობოდეს მათი მაღალი ხარისხი და კომფორტი. ამასთანავე, მომხმარებლისთვის პროდუქტი 360 გრადუსით გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო დასათვალიერებლად“.
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ ამ, ერთი შეხედვით, მცირე მოცულობის არქიტექტურულ ობიექტზე მუშაობა არც ისე მარტივი იყო. კუბის უმეტესი ნაწილი შუშაა, შესაბამისად, თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი ღიაა. ამიტომ მისი შემქმნელებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი შედეგის მიღება იყო, ისე რომ არქიტექტურული ესთეტიკა შენარჩუნებულიყო.
Photo 4
„მაქსიმალურად ვეცადეთ კონსტრუქციული ბმების დაფარვა, გამოვიყენეთ უმაღლესი ხარისხის მასალები და ბევრი ცდა ჩავატარეთ სწორი და თანაბარი განათების მისაღებად. ვფიქრობთ, საბოლოოდ გუნდის ყველა წევრის ერთობლივი მუშაობითა და პროფესიონალიზმით ის შედეგი მივიღეთ, რაც თავდაპირველად გვქონდა დასახული“.
„მატერიალ ედიტორსიდან“ ამ პროექტზე არქიტექტორებმა მარიამ გვაზავამ, ანა გრიგოლიამ და ელენე ბეჟანიშვილმა იმუშავეს. მისი შემსრულებლები და ტექნიკური კონსულტანტები პარტნიორი კომპანია „Wall Construction“-ის წარმომადგენლები გიორგი ბეროშვილი და ბექა შანიძე იყვნენ.
მარიამ გვაზავა ამბობს, რომ სწორედ მათი დახმარებითა და პარტნიორობით მიიღებოდა ყველა გადაწყვეტილება და ტარდებოდა ცდები, ხდებოდა ტრანსპორტირება, რთულ რელიეფზე 5-ტონიანი კონსტრუქციის მოწყობა და ზედამხედველობა.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
(NS)