ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს უკვე მზა პროექტებს შესთავაზებს და ამას ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელებს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„გამოჩდნენ ინსტიტუციური ინვესტორები, ან თუნდაც კომპანიები, ვინც მიიზიდა ჩვენმა მაღალმა რეიტინგებმა, ვინც თვლის, რომ საქართველო არის საკმარისად უსაფრთხო და მიმზიდველი და ეძებს მზა პროექტს. მოდის და ამბობს, მე მინდა ჩავდო ფული დაა თქვენ რა პროექტებს მთავაზობთ?
ამას აკეთებს დღეს რამდენიმე სტრუქტურა, რომელიც თავიანთ ნაწილში წარმატებულია, მაგრამ გვინდა, რომ ეს ერთიან კოორდინაციაში მოვაქციოთ. აქაც ერთი ფანჯრის პრინციპი უნდა გავატაროთ და ეს ერთი ფანჯარა უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო. არ უნდა უხდებოდეს ასეთ ინვესტორს სიარული სხვადასხვა სტრუქტურასთან. ჩვენ მას დავახვედრებთ კონკრეტულ კატალოგს პროექტების, სადაც ის შეძლებს შეარჩიოს კონკრეტული პროექტები“,- აცხადებს ნათია თურნავა.

























