მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი - ფოთის პორტზე აქცენტირებით, ვიღაც მიზეზს ეძებს, რომ ანაკლიის პროექტი არ გააკეთოს

5cf14c3688699
ელენე გოგბერაშვილი
31.05.19 19:44
844
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი “ტვ პირველის” ეთერში ფოთის პორტისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემას და ამ ფაქტით ანაკლიის პორტის პარტნიორების აღშფოთებას გამოეხმაურა.

მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო ტექნიკური გადაცდომა, რომელიც პირველივე საათებში გაუქმდა. ივანე მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ამაზე აქცენტირებით, ვიღაც მიზეზს ეძებს ანაკლიის პროექტი არ განახორციელოს.

„რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, ვეთანხმები იმას, რომ ტექნიკური ხასიათისაა. ეს იყო წინამდებარე ნებართვა, რომელიც წინ უძღვის სამშენებლო ნებართვას და ძალიან დიდი გზა უნდა გაევლო სანამ რეალურ ნებართვასთან, დაპროექტებამდე მივიდოდა. ესეც პირველივე დღეს აღვკვეთეთ, რომ ანაკლიიის პორტის პროექტს საფრთხე არ შექმნოდა. ამაზე აქცენტირება ხომ ნიშნავს, რომ მიზეზს ეძებს ვიღაცა, რომ ეს პროექტი არ გააკეთოს.

შეიძლება ეს იყო შეცდომა, ტექნიკური ხასიათის შიდა უწყებრივი გადაცდომა. მყისიერად პირველივე სათებში მოხდა რეაგირება და გაჩერდა. დღეს ამაზე აქცენტირება არის სპეკულირება“-განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტის დონორებს ხომ არ გაუჭირდებათ საქმის დაჭერა მთავრობასთან, საპასუხოდ მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ ვინმეს საქმის გაკეთება სურს, ხელშეშლის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

„თქვენ რომ საერთაშოროს დონორი იყოთ, უნდა ნახოთ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ამ პროექტისთვის. 8 პუნქტიდან 7-ზე წამოვიდა, რომელიც უამრავი რისკების დაზღვევასთან არის დაკავშირებული და ის, რომ ნებართვის წინარე ნებართვა გაიცა, რომელიც 24 საათში გაუქმდა, ეს არის მთელი დისკომფორტის წყარო? თუ ამ საქმის გაკეთება ვინმეს უნდა, არანაირი მიზეზი არ არის. ახლა მთავარია ვისაც რა ევალება, ის გააკეთოს“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები