მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი - საბანკო რეგულაციებზე: სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო დიდი ჯავშანი

5d05fdedc1386
თელარა გელანტია
16.06.19 12:28
3927
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს იმედი აქვს, რომ ე.წ. საბანკო რეგულაციები შერბილდება.

ამის შესახებ მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ იპოთეკური სესხების მიმართულებით, ე.წ. საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ 1 იანვრიდან ამოქმედებული პასხისმგებლიანი დაკრედიტების წესი სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვანო მაჭავარიანს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციები „ცოტა უფრო მძიმე სატარებელია“.

„მე იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილება იქნება. თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული, თუმცა ჩვენს ხედვებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა, შესაბამისად - ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანი. უბრალოდ, ეს უფრო ხარჯიანია და უფრო მძიმე სატრებელია, არ არის პროპორციული იმ რისკების, რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა პრაქტიკულად, სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ მაგის ფასს ვიხდით იმაში, რომ ესაა ცოტა უფრო მძიმე სატარებელი“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილება რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დროს დაანონსა.
თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს.

კალაძის თქმით, საუბარია საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მხოლოდ სამშენებლო სექტორის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები