ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ადასტურებს, რომ ტელევიზიებს აქვთ შეთავაზება, მილიონიანი დავალიანებები 10 წელზე გადანაწილდეს.
თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნულზე შეთანხმება, ჯერჯერობით, ვერ შედგა.
„ჩვენ არაფერს ვთავაზობთ არავის ან ვეთანხმებით ან - არა. იმიტომ გაიწელა ამდენი ხანი ეს პროცესი, რომ მათ შემოთავაზებას ჯერ არ ვეთანხმებით, 10 წელზე შემოთავაზება მიღწეული არ არის. ამიტომ 10 იქნება, 7 თუ 5 ამას გაიგებთ. ვალის დაგროვება ნორმალური არ არის, მაგრამ რამდენ წელზე გადანაწილდება ამას გაიგებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებს - „იმედს“, „რუსთავი 2-ს“ და „მაესტროს“ ბიუჯეტისთვის გადასახდელი 55 მილიონი ლარი აქვთ დაგროვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დავალიანების 10 წელზე გადანაწილებას ითხოვენ.