მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობაზე: ამაზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაგვიფიქსირებია

5d7b4c0ef1e62
ლიკა გურაბანიძე
13.09.19 12:23
782
„ამაზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაგვიფიქსირებია, თუმცა (ანაკლიის განვითარების) კონსორციუმმაც იცის ჩვენი პოზიცია... ეს თემა კონსორციუმის მიერ უკვე იყო დაყენებული ტენდერში გამარჯვების შემდეგ,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის, როგორც ქვეყანაში არსებული ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტის ექსკლუზიურობაზე საუბრისას განაცხადა.

„მაშინ (ტენდერში გამარჯვების შემდეგ) ამ მომართვაზე სახელმწიფომ შესაბამისი იურიდიული ჩარჩოდან გამომდინარე უარი თქვა, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული ინვესტიციების დაცვის სფეროში არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და საერთოდ ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ამ ექსკლუზიურობის სანაცვლოდ კონსორციუმს შეეთავაზა სახელმწიფოს მხრიდან 100 მლნ დოლარის თანამონაწილეობა,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ პორტის მმართველმა SSA Marine-მა ახალი პირობა დააყენა, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთდაერთი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს საქართველოში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები