მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი ეკონომიკურ ზრდაზე: "არ იქნება სწორი ციფრებით მანიპულირება და გაორმაგებაზე საუბარი"

5cd5842485908
BM.GE
10.05.19 18:00
759
ჩვენი მიზანია იმ მაქსიმალური ზრდის პარამეტრის მიღწევა, რაც შესაძლებელია რეგიონის და ქვეყნის დინამიკის გათვალისწინებით, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

„არ იქნება სწორი ციფრებით მანიპულირება და გაორმაგებაზე ან გასამმაგებაზე საუბარი. ყველას გვინდა გაცილებით მეტი, მაგრამ ის პარამეტრები, რაც გვაქვს, ასახავს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების განვითარების დინამიკას და არსებულ პრობლემებს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აფასებენ დინამიკას და ძირითადად, მათი შეფასებები ემთხვევა ჩვენს შეფასებებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პოზიტიური ნიშნით შეიცვალა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების Fitch-ის და Moody's-ის პროგნოზებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები