მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი-ფოთის პორტის თემაზე: "მთავრობის არცერთმა წევრმა ამის თაობაზე არ ვიცოდით"

5cefa8ab0de31
ლიკა გურაბანიძე
30.05.19 13:54
1808
“მთავრობის არცერთმა წევრმა და არც მე პირადად ამის თაობაზე არ ვიცოდით“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, უკვე გაუქმებულია.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღეს, საკითხის შესწავლის შემდეგ პროცედურული დარღვევები იქნა აღმოჩენილი.

„ვწუხვარ, რომ ეს ინფორმაცია ასეთი სახით შევიტყვეთ. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა, თუმცა ბრძანება ამ პირობებზე ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სიპის მიერ იყო გაცემული ისეთ ფორმით, რომ ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებული არ იყო. გარდა ამისა, რაც გუშინ და დღეს ამ საკითხის შესწავლა მოხდა, როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროცედურული დარღვევები იქნა აღმოჩენილი.

კერძოდ, ამ ბრძანების გაცემის პროცესში საკითხი არ იქნა შეთანხმებული მიწის მესაკუთრესთან - ქონების მართვის სააგენტოსთან. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის მიერ შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სიპი-ს ხელმძღვანელი გათავისუფლებულია და მიწით სარგებლობის წესის ბრძანება პროცედურული დარღვევის გამო გაუქმდა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები