"განათლების მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სისტემურ განახლებებს იმისათვის, რომ მოხდეს სრული გაჯანსაღება. ამასთან დაკავშირებით, განათლების რეფორმასთან ერთად, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, სექტემბერში სამინისტრო მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს. რეფორმასთან დაკავშირებით, იქნება დეტალური პრეზენტაცია და გეგმა, თუ როგორ მოხდება განათლების სისტემის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით.