მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი: J.P. Morgan და Deutsche Bank ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით დაინტერესდნენ

59e07c036c85a
BM.GE
13.10.17 12:39
1085
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიების, J.P. Morgan და Deutsche Bank წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებელებიდან გამომდინარე, კომპანიებმა "ჯეიპიმორგანმა" და "დოიჩე ბანკმა“ გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე, საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში აღნიშნული ორი საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

„აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები