მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი: ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი შესაძლოა, ვადაზე ადრე აშენდეს

5cde7163c3b64
BM.GE
17.05.19 12:29
1225
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს რომ პროექტი დადგენილ ვადებში და შეიძლება უფრო ადრეც დასრულდეს. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ქუთაისი-სამტრედიის გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია.

ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტზე ქართულმა კომპანიამ "ბლექ სი გრუპმა" გაიმარჯვა, ერთზე კი - კომპანია "აკორდმა".

"ხელოვნური ნაგებობები ინტენსიურად ეწყობა, ლოგისტიკური, სამობილიზაციო და სხვა ტექნოლოგიური ასპექტებიც სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც გვაიმედებს, რომ სამუშაო პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური ტემპით განვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უზრუნველყოფს, გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება მგზავრობის ხარჯები", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ქუთისის შემოვლითი ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები