მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი: "რაც ხდება ხაზარაძის ირგვლივ, ამას ნეგატიური გავლენა აქვს საინვესტიციო კლიმატზე"

5c7fcf7d3481d
თელარა გელანტია
06.03.19 18:00
831

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პორტის ინვესტორებისგან "ხაზარაძის საქმის" გამო, მას "კატასტროფული კომენტარები" არ გაუგია. ასე უპასუხა მინისტრმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროქტის ინვესტორებისგან კატასტროფული კომენტარები მოდის.

"მე არ გამიგია კატასტროფული კომენტარები. მე გულახდილად არ მსმენია ამ კომენტარების შესახებ... მე ვთვლი, რომ რაც ხდება მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, ამას ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს საინვესტიციო კლიმატზე. არ შეიძლება ამას ჰქონდეს პოზიტიური გავლენა, ამიტომ მე გულახდილად ვიმედოვნებ, რომ ეს საქმე მაქსიმალურად სწრაფად ჩაცხრება და ამ საკითხზე უკვე ამდენი სალაპარაკო არ იქნება", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები