მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: საბჭოს დამატებითი სხდომა იმართება, რომელშიც მონაწილეობას გუბერნატორები და მერები მიიღებენ

615ffa1004167
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 12:13
827
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში აცრების რაოდენობა მასშტაბურად შემცირებულია, თუმცა ეს ვაქცინაციის ჩავარდნას არ ნიშნავს და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესზე სრული ინფორმაცია ჰქონდა.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აცრების მაჩვენებლის შეფასებას და პროცესის შეფერხების მიზეზებს შეეხებოდა.

„covid-აცრის რიცხვი დაკლებულია, რაც ძალიან სამწუხაროა. სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. დღეს  საბჭოს  დამატებითი სხდომა გვაქვს ჩანიშნული, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი გუბერნატორები და მერები მიიღებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება მოხდეს. ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო თავისი არსებული რესურსით რეგიონებს საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის. ჩვენ მათ დღეს მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, ასევე სოფლის დონეზე ვაქცინაციის პროცესზე და შემდეგ უკვე ერთობლივად უნდა გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებში ვაქცინაცია რეგიონებში მოიმატებს“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვას - ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა არაჯეროვანი საინფორმაციო კამპანიის შედეგი ხომ არ არის, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა: „ეს არ არის ვაქცინაციის ჩავარდნა. ამის მიზეზი ნამდვილად არ არის. საზოგადოებას ვაქცინის წარმოების დაწყების პირველი დღიდან და მისი დანერგვის შემდეგ ის საკმარისი ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები