მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: "საქნახშირის" ინვესტორს 150 მგვტ-იანი თბოსადგურის მშენებლობას დავაკისრებთ

5d8e0fc89fa2a
ლიკა გურაბანიძე
27.09.19 17:50
1419
"ინვესტორს ვადებში თბოელექტროსადგურის​ მშენებლობის ვალდებულებასაც დავაკისრებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სხვა შემთხვევაში ქართულ ნახშირს გასაღების ბაზარი არ ექნება.

"დაიწყება ქვანახშირის მოპოვება და იქნება იმდენი ნახშირი, რომ არა მარტო 13 მგვტ-ს ეყოს, არამედ მინიმუმ 150 მგვტ დადგმული სიმძლავრის უნდა იყოს ახალი თბოსადგური. ჩვენ ინვესტორს ვადებში ამ ვალდებულებასაც დავაკისრებთ, სხვანაირად ჩვენ ნახშირს გასაღების ბაზარი არ ექნება. ამას თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან. ამ ვალდებულებას იღებენ, რომ თბოსადგურიც უნდა აშენდეს. ჩვენ ამ თვალსაზრისით, გვერდით დავუდგებით და ეს გეგმა შესრულებადია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ტყიბულის ქვანახშირის შახტების 12-წლიანი მართვის შემდეგ, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქვანახშირის მოპოვებას ჩამოსცილდა. "საქნახშირის" 125-მილიონიანი აქტივები ახალ ინვესტორს - Steel International Trading Company-ის სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ქართველი და უკრაინელი ბიზნესპარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია ვალდებულებას იღებს, საწარმოში ინვესტიციები განახორციელოს და მისი მოგებაზე გაყვანა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) დასავლეთ საქართველოში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენებას 2015 წლიდან გეგმავდა. ტყიბულში 180–200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თბოელექტროსადგური ჩინურ ჰოლდინგს Dongfang Electric-ს უნდა აეშენებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები