მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: შეზღუდვების სიმძიმე ინფექციის გავრცელებაზეა დამოკიდებული

5fbcd97187a49
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 14:24
555
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებამ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების სამი - მსუბუქი, საშუალო და ძლიერი პაკეტები წარადგინა, თუმცა დეტალურად არ უსაუბრია. როგორც მინისტრმა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, შეზღუდვების სიმძიმე ინფექციის გავრცელებაზეა დამოკიდებული.

"ვითვალისწინებთ ბიზნესის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი და ა.შ.", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კერძო სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შედეგადაც გადაწყდება, თუ რა სახის შეზღუდვების დაწესება იქნება შესაძლებელი. კითხვაზე - შეეხებათ თუ არ შეზღუდვები სალონებს, რადგან ბოლო 2 დღის განმავლობაში, მთავრობის წევრები სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან, მინისტრმა თქვა, რომ ბიზნესთან კონსულტაციები მიდის და კიდევ გაგრძელდება.

„სალონებთან კომუნიკაცია, ჯერჯერობით, არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, შემდეგ დღეებში მათთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება; მიმდინარეობს ბიზნესთან კონსულტაციები და ჯამში, საბჭო ერთად იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობა "წერტილოვანი შეზღუდვების" გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

შესაძლოა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ გამკაცრდეს