ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ტაქსების რეგულაცია აუცილებელია. ასე გამოეხმაურა მინისტრი დედაქალაქის მერის განცხადებას, რომ ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო უნდა გახდეს და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება მუშავდება.
ზურაბ ალავიძის თქმით, რეგულაციებზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტროც და იგეგმება, რომ რეგულაციები რეგიონებშიც, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ამოქმედდეს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაქსების რეგულირება განსაკუთრებით საჭიროა ტურისტულ ზონებში. ზურაბ ალავიძის თქმით, მძიმე მდგომარეობა წელს ამ მიმართულებით ბაკურიანში იყო, როდესაც კურორტზე ტაქსები თბილისიდან მიდიდონენ და უამრავი მანქანა იყრიდა თავს.

























