მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი: თუკი რუსული ტვირთი ჩვენს დერეფანში გადმოერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით

5cd58cdeaf96e
თელარა გელანტია
10.05.19 19:27
757
„მივესალმებით, რომ ჩვენი დერეფნით გაიაროს ნებისმიერი წარმომავლობის ტვირთმა, იქნება ეს რუსული, ყაზახური თუ ჩინური“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანკარაში რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებს შორის გაფორმებულ სამმხრივ მემორანდუმს შეეხებოდა.

როგორც ცნობლია, მემორნადუმის მიზანია, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზიც გაავრცელა, სათაურით - „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ შეხვედრაზე გარკვეული ინფორმაცია ქართულ მხარეს ჰქონდა, მაგრამ ნათია თურნავა, დარწმუნებულია, რომ „არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც ჩვენს ინტერესებს დაააზიანებს“.

„რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს, ეს არის ჩვენთვის მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი. ჩვენს სუვერენულ ინტერესებს შეესაბამება ეს პროექტი სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არის შეთანხმებული სამ სხვადასხვა სახელმწიფოს შორის. კერძოდ, აქ პრინციპული არის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოეწყობა შემკრები სადგური ან ლოგისტიკური ჰაბი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავარი სიკეთე, ბენეფიტი ამ პროექტის რჩება საქართველოს. ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება, ჩვენს გარეშე ამის უფლება არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებულ და პროექტის კონფიგურაციასთან დაკავშირებულ რაიმე შეხვედრაში ჩვენ ვერც მივიღებდით მონაწილეობას და ყველა მხარისთვის ცნობილია, ჩვენი პოზიცია აქ არის პრინციპული. რაც შეეხება კონკრეტულ მოლაპარაკებებს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის დაკავშირებული უფრო ტვირთბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებთან და ჩვენ, პრინციპში მივესალმებით, რომ ჩვენი დერეფნით გაიაროს ნებისმიერი წარმომავლობის ტვირთმა, იქნება ეს რუსული, ყაზახური თუ ჩინური. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვრთი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა წამოვიდეს, ეს ტვირთი აქ გადაიხდის გადასახადებს, მოსაკრებელს გადაუხდის რკინიგზას და ეს სიკეთე შეემატება ჩვენს მოსახლეობას. თუკი, იგივე რუსულ, ყაზახურ ან ჩინურ ტვირთებს ჩვენი მოსახლეობისთვის საკეთილდღეო საქმეში ჩავაყენებთ, ამას მხოლოდ მივესალმებით. მხოლოდ ამაზე შეიძლება იყოს რაიმე მოლაპარაკებები. დანარჩენი სხვა, რაც შეეხება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, არ განიხილება და ვერ განიხილება“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - მთავრობა ვერ ხედავდა იმ კონკრეტულ შეხვედრაში მონაწილეობის აზრს, მინისტრმა შემდეგი პაუხი გასცა:

„ვერ ვხედავდით, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ეს შეხვედრა ეძღვნება დამატებითი ტვირთების მოზიდვას დრეფანში და თუკი იგივე რუსული ტვირთი საკუთარი დერეფნიდან ჩვენს დერეფანში გადმოერთვება, სწორედ ეს არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები