მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი: თურქეთი დაძლევს სავალუტო კრიზისს და მზადაა, ბანკების დასახმარებლად

5b76adc2f3fb1
BM.GE
17.08.18 15:11
996
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა უცხოელ ინვესტორებს განუცხადა, რომ თურქეთი სავალუტო კრიზისიდან გამოვა და უფრო ძლიერი გახდება, ხოლო თურქული ბანკები ფეხზე მყარად დგანან.

გუშინ გამართულ ტელეკონფერენციაზე, რომელშიც ათასი ინვესტორი და ეკონომისტი მონაწილეობდა, თურქეთის პრეზიდენტის სიძემ და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აცნობიერებს საკუთარ პრობლემებს, თუმცა რაც ახლა ხდება, საბაზრო ანომალიაა.

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ამ კვირის დასაწყისში ანტირეკორდი დაამყარა ამერიკული დოლარის მიმართ და $1/7.24 ლირა შეადგინა, რაც წლის დასაწყისიდან 40%-იანი გაუფასურებაა.

ლირის მიმართ ინვესტორების ნდობა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის მონეტარულ პოლიტიკაზე შესაძლო გავლენის და აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების მოლოდინების გამოა შერყეული.

ფინანსთა მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბანკების მხარდაჭერას არ დააყოვნებს, ხოლო კაპიტალის სერიოზული გადინება ქვეყნიდან ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა.

ჩინოვნიკმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების თხოვნას არ აპირებენ და ასევე არ იგეგმება კაპიტალის მოძრაობის კონტროლიც.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აშშ, ახალი სანქციებით დაემუქრა თურქეთს, თუ ეს უკანასკნელი არ გაათავისუფლებს ამერიკელ პასტორს, ენდრიუ ბრანსონს და ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაუარესებაზე მიანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები