მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს - პირველი საჩხერის კლინიკაა

60586f45e512f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.21 14:19
874
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში მედპერსონალის მხრიდან ვაქცინაციის პროცესში დაბალი ჩართულობის გამო კოლეგებთან შეხვედრებს აანონსებს.

როგორც მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეხვედრები ხვალიდან, საჩხერის საავადმყოფოდან დაიწყება.

"მედიკოსთა მხრიდან აცრის პროცესში დაბალი აქტივობის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიღებული გვაქვს. მე, პირადად, რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას ვგეგმავ და ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან ხვალიდან დავიწყებ. საჩხერის კლინიკა იქნება პირველი, რომელსაც მოვინახულებ და ხვალვე იმერეთის რეგიონს ვეწვევი“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები