მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის აზრით, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა ცრუ ნარატივია

ლევან დავითაშვილი ევროკავშირი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აზრით, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულის ზრდა ცრუ ნარატივია. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა, რომლითაც სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა, რაც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას ეხებოდა. 

მინისტრის მოსაზრებით, საქართველოს მთავარი პარტნიორი ევროკავშირია.

"არათუ რუსეთთან გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, არამედ გაიზარდა მათ შორის ევროკავშირთან და ყველა სხვა ქვეყანასთან. თუმცა დამოკიდებულებაზე როდესაც ვსაუბრობთ სტატისტიკურ მონაცემებს მოგახსენებთ -  დღეს ევროკავშირი ჩვენი ყველაზე მსხვილის სავაჭრო პარტნიორია. დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 3 მილიარდ 900 მილიონ ლარს, ამის შემდეგ არის თურქეთი, რომელთანაც გვაქვს 2 მილიარდ 800 მილიონის სავაჭრო ბრუნვა და რუსეთი მხოლოდ მესამეზე ადგილზეა.

ობიექტური ინფორმაცია იმაზე მეტყველებს რომ ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან გაიზარდა მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირთან და ევროკავშირი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასე რომ ამ შემთხვევაშიც ეს იმ ცრუ ნარატივის გაგრძელებაა რომელიც ყოველდღე გვესმის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის და ხელისუფლების პრორუსულობის დაბრალებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები