მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: ქართლის ქარის სადგურის ახალ მფლობელს სესხის დაფარვა თავად მოუწევს

5d8a0a0f1d522
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.19 17:10
1429
„საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა” და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი გამოაცხადეს. საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი $14.25 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ მისი მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა, ღირებულების 70% კი, EBRD-მა დააფინანსა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი განმარტავს, რომ ქართლის ქარის სადგურის ახალ მფლობელს სესხის დაფარვა თავადვე მოუწევს და ის, რომ 26 მილიონ ევროიანი პროექტი 14 მილიონად იყიდება, არაფერს ნიშნავს. 

“არსებობს ასეთი - კერძო კაპიტალი და სესხი. მთლიანად კი ღირს 26 მილიონი, მაგრამ აქედან 14 მილიონი არის შეტანილი თანხა, როგორც კაპიტალი. ხოლო დანარჩენი, სესხი რჩება ახალ მფლობელს”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები