მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მოხსენებით პირველი მაია ცქიტიშვილი გამოვა

5c5834e79ec8d
თელარა გელანტია
04.02.19 16:48
936
8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ანგარიშს მოისმენს.

სამინისტროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრი იქნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარუდგენს.

„მინისტრის საათი“ გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით და გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც 45 წუთია გამოყოფილი. მოხსენების შემდეგ, მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

2019 წლის საგაზაფხულო სესია ხვალ, 5 თებერვალს გაიხსნება. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები