მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლების არმოწყობით მოქალაქეებს კომფორტული გარემო შეუქმნეს

5fe989f6c3ad9
ინგა მურუსიძე
28.12.20 11:36
473
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკური კლინიკიდან წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ ხშირად გვესმის კრიტიკა და ბევრი ადამიანი იყო მომხრე საველე ჰოსპიტლების მოწყობის, მაგრამ ჩვენ საშუალება მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, ბევრად უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიეღოთ ის საჭირო მომსახურეობა, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულ მოქალაქეს ესაჭიროება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელი დაბალ დონეზეა და დღეისთვის კოვიდ-სასტუმროში მხოლოდ 3 ინფიცირებული პერსონალია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები