"მინსკში გვინდა დავიწყოთ ფრენა და მინსკსაც დაგვისუბსიდირებენ"? - Myway Airlines
ელენე გოგბერაშვილი
25.07.19 18:43
• 1213
ავიაკომპანია Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი, იგორ აფციაური მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების შესაბამისად, მთავრობის მიერ ერევნის ტრანზიტული მიმართულების 600 000 ევრომდე დასუბსიდირების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
იგორ აფციაურის თქმით, დადგენილებაში თუ იქნებოდა ფორმულირება, რომ ზოგადად ტრანზიტული მიმართულების დასუბსიდირებას მოახდენს სახელმწიფო, უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერევანზე აქცენტირება ეჭვს ბადებს, რომ მთავრობის მხადრაჭერა მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის ინტერესებზეა მორგებული.
„მინსკიც იგივე ტრანზიტული მიმართულება გახდა. ჩვენ გვინდა, რომ მინსკიდანაც დავიწყოთ ფრენები, თუ მივიღეთ ნებართვა და რუსეთის გავლით ჩამოვიყვანოთ მგზავრები. მინსკსაც დაგვისუბსიდირებენ?
იქ რომ ყოფილიყო ფორმულირება, რომ ნებისმიერი ტრანზიტული მიმართულება იქნება მხარდაჭერილი, უფრო სწორი იქნებოდა.
იქ რომ ერევანია დაფიქისრებული, კიდევ უფრო ეჭვებს ბადებს, რომ ეს მორგებულია კონკრეტულ ერთ ავიაკომპაიაზე, რომელმაც ისედაც არ შეწყვიტა გაყიდვები, მგზავრების 60% შეინარჩუნა და პლიუს ზემოდან მთავრობამ უნდა გადაუხადოს თანხა, ეს აბსოლუტურად გაუგებარია“-აცხადებს იგორ აფციაური.