მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიქაუტაძეს ცოლის სახელზე ესპანეთში რეგისტრირებული ბინა დაუყადაღეს

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძის ოჯახს ესპანეთში უძრავი ქონება დაუყადაღეს. როგორც BMG-ის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ უთხრა, დაყადაღებულია მიქაუტაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული ბინა.

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 18 თებერვალს, სასამართლო პროცესზე დამსწრეებს პროკურატურამ გააცნო.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი. რომეო მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები