მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მირიან გოგიაშვილი: მეაბრეშუმეობა მომგებიანი არ არის

5aa143c616022
მარი როჭიკაშვილი
08.03.18 18:06
1697
"მეაბრეშუმეობის დარგის მომგებიანობას ჩვენ ვერ ვხედავთ", – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპმანიის ხელმძძვანელმა მირიან გოგიაშვილმა გადაცემაში "საქმის კურსი" განაცხადა.

როგორც გოგიაშვილი განმარტავს, მთავრობის თხოვნით მისი უწყება ჩართული იყო მეაბრეშუმეობის ბიზნეს გეგმის მომზადებაში, თუმცა უწყებამ დარგის მომგებიანობა ვერ დაინახა. "ბიზნეს გეგმა შევასრულეთ და დავამტკიცეთ, რომ დარგის მომგებიანობა ამ ეტაპზე შედარებით დაბალია და თუ სახელმწიფოს გააჩნია ნება , რომ აღადგინოს გარკვეული მიმართულება, სუბსიდია უნდა განახორციელოს", - განაცხადა გოგიაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა 2016 წელს დაანონსა და პირველი ნაბიჯებიც გადადგა.

დაიწყო მეაბრეშუმეობისთვის საკვები ბაზის აღდგენა-შექმნა, რომელიც თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების გაშენება-დარიგებას გულისხმობს.

ასევე, მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.

აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, თუთის აბრეშუმხვევიას დაახლოებით 45 000-50 000 ცალი აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროცესიც დაიწყო.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებდნენ, საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგს თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნება-გაუმჯობესებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები